საქსტატმა 2022 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უცხოეთში ექსპორტი 37.4%-ით, 4.1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საქსტატის მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენს. მეორე ადგილს კი – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $753 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 31.8% (თუმცა, ეს უმეტესწილად რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც საქართველომ ამავე პერიოდში 568 მილიონის სპილენძის მადნები შეიძინა); 2) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – $590.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 75%; 3) ფეროშენადნობები – $431.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 36%; 4) აზოტოვანი სასუქები – $207 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 216%; 5) ღვინოები – $173 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 4%; 6) სპირტიანი სასმელები – $106 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 0%; 7) ელექტროენერგია – $84 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 467%; 8) მინერალური და მტკნარი წყლები – $80 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 23.5%; 9) მედიკამენტები – $76.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5%; 10) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $67 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 113%.
სხვა დანარჩენი საქონელის ექსპორტი – $1.5 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 28%.
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…